2017-10-21 23:08:59, 837 ნახვა
„იმედის“ ეგზიტპოლი - „ქართული ოცნება“ 54%, „ნაციონალური მოძრაობა“ კი, 16%
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" 54%-ით ლიდერობს.
ეგზიტპოლის თანახმად, მეორე ადგილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 16% -ით იკავებს. მესამე ადგილზე "ევროპული საქართველო" ხმათა 6%-ით გავიდა.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათ პროცენტული მაჩვენებელი ასე გამოიყურება „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” - 5%, დემოკრატიული მოძრაობა" - 3%, „რესპუბლიკური პარტია“ - 2%.
ავტორი: ,