|
2017-10-21 17:38:19, 1941 ნახვა
საზოგადოება
„ნუ წახვალ არჩევნებზე“ - მოქალაქის პროტესტი ცესკო-სთან
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან იმყოფება მოქალაქე, რომელიც მიიჩნევს, რომ არჩევნებზე მისვლა ადამიანის მოქალაქეობრივი ვალი არაა. მისი თქმით, არჩევნებზე მისვლა ისეთივე მოქალაქეობრივი პოზიციაა, როგორც არ მისვლა. ის ეწინააღმდეგება საზოგადოებისთვის მოწოდებას, რომ არჩევნებზე გამოცხადდნენ და საკუთარი ხმა დააფიქსირონ: „მე ვარ წარმომადგენელი იმ მრავალი ასობით ათასი ადამიანის, ვინც არ მიდის არჩევნებზე და არავის აინტერესებს მათი აზრი. მაინც უჩიჩინებენ პატარა ბავშვებს, რომ ისინი ცუდად იქცევიან, რომ არჩევნებზე არ მიდიან, რადგანაც ეს მათი მოქალაქეობრივი ვალია, არადა ეს არავითარი მოქალაქეობრივი ვალი არ არის-ისეთივე მოქალაქეობრივი პოზიციაა არ მისვლა არჩევნებზე, როგორც მისვლა“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ თამაზ გაბისონიამ და დასძინა, რომ ცრუ დაპირებები და პოლიტიკოსების კინკლაობა მობეზრდა. ის საარჩევნო ადმინისტრაციასთან ყოფნას დღის ბოლომდე აპირებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)