20:51 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 17:01:43, 1963 ნახვა

კომენტარი
ანა მიქელაძე: ცესკო პოლიტიკური სუბიექტების მოწოდების გარეშეც იხელმძღვანელებს მხოლოდ კანონმდებლობით

„საარჩევნო ადმინისტრაცია სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების მოწოდების გარეშეც, რა თქმა უნდა, ისედაც იხელმძღვანელებს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით“,-ასე გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერი ანა მიქელაძე „პატრიოტთა ალიანსისა“ და  სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების მოთხოვნებს.

„როგორც ხედავთ, ისინი ახლა მოვიდნენ, შესაბამისად, „პატრიოტთა ალიანსის“ მოთხოვნები ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია. საარჩევნო ადმინისტრაცია სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების მოწოდების გარეშეც, რა თქმა უნდა, ისედაც იხელმძღვანელებს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით“,-აღნიშნა ანა მიქელაძემ.

„პატრიოტთა ალიანსის“ გამაფრთხილებელი აქცია  ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან უკვე დასრულდა.

როგორც ალიანსის რეგიონული სამსახურის უფროსმა კახაბერ ღირსიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,  აქვთ უტყუარი ინფორმაცია, რომ  ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას აპირებს. ამიტომ, ღირსიაშვილი ცესკო-ს მოუწოდებს,  გაყალბება არ დაუშვას:

„ჩვენ გვაქვს უტყუარი დამადასტურებელი ინფორმაცია,  რომ მზადდება გაყალბება. უნდა დაუწერონ  ბოკერიას და მის პარტიას ის პროცენტი, რომელსაც ის არ იმსახურებს. მოვედით და ვაფრთხილებთ ცესკო-ს, „პატრიოტთა ალიანსი არ დაუშვებს მსგავს რამეს. ხელისუფლება რასაც ეტყვის ცესკოს, იმას გააკეთებს ცსკო. ჩვენთან ერთად სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ვინც იბრძოდნენ, დღეს ისინი ძალიან ბევრნი არიან ხელისუფლებაში, გვაქვს  უტყუარი დამადასტურებელი ინფორმაცია“,-აღნიშნა კახაბერ  ღირსიაშვილმა.

თუმცა მას არ დაუსახელებია, კონკრეტულად რა ინფორმაციაზე დაყრდნობით ირწმუნებიან, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics