09:48 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 15:46:02, 619 ნახვა

ISFED: დარღვევების მნიშვნელოვანი ნაწილი მარნეულსა და რუსთავში ფიქსირდება

"სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, არსებითი ხასიათის დარღვევების მნიშვნელოვანი ნაწილი #22 მარნეულის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებასია ნათქვამი, განსაკუთრებით პრობლემატურია მარნეულის #31-ე, 18-ე, 52-ე, 74-ე, 42-ე საარჩევნო უბნები.

ISFED-ის მონაცემებით, ხარვეზები ასევე, რუსთავის საარჩევნო ოლქის რამოდენიმე უბანზე ფიქსირდება.

"ორგანიზაციის დამკვირვებლების ცნობით, ტენდენციის სახე აქვს სამაგიდო საარჩევნო სიებიდან ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვის ფაქტებს. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფაქტები წარმოადგენს იმ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებას, რაც წლების განმავლობაში ამომრჩევლების კონტროლსა და მათი პირადი მონაცემების სავარაუდოდ ზეწოლის მოხდენის მიზნით გამოყენებას იწვევდა. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, შეწყვიტონ მსგავსი პრაქტიკა, ხოლო, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას, საუბნო საარჩევნო კომისიებზე გასცენ შესაბამისი მითითებები, რათა გამოირიცხოს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე კონტროლისა და მათი პირადი მონაცემების უკანონოდ გამოყენების შესაძლებლობა", - ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში 42, ხოლო საოლქო საარჩვნო კომისიებში 47 საჩივარია შეტანილი. ჩანაწერთა წიგნში 33 შენიშვნა დაფიქსირდა.

რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას 12:00 საათისთვის PVT შედეგების საფუძველზე, ქვეყნის მასშტაბით აქტივობამ 16.3% (+/- 0.3% ცდომილების ხარისხით) შეადგინა, რაც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონაცემის მსგავსია, როცა ამომრჩევლის აქტივობა 16.6% იყო.

ქვემოთ მოცემულ თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში ამომორჩეველთა აქტივობა შემდეგია: 

"თბილისი - 14.7% (+/- 0.2% ცდომილების ხარისხით), რაც მცირედ აღემატება 2014 წლის არჩევნების აქტივობას დედაქალაქში (12.7%) ქუთაისი - 13.6%; ბათუმი - 12.5%; რუსთავი - 14.8% ; ფოთი - 16.9%; მარნეული - 15.4%; ახალციხე - 18.2%", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, ორგანიზაციამ შემდეგი სახის დარღვევები გამოავლიინა: ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, მარკირების პროცედურის დარღვევა, დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა/ზეწოლა დამკვირვებლებზე, კენჭისყრის პროცედურის დარღვევა, არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება, გადასატანი ყუთის ლუქის მთლიანობის დარღვევა და ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა, ბიულეტენის არასწორად მოთავსება ყუთში, ბიულეტენების არასწორად გაცემა, ამომრჩევლის მიერ ბიულეტენების დახევა., ბიულეტენების არასწორად გაცემა, ბიულეტენის არასწორად მოთავსება ყუთში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics