|
2017-10-21 15:44:56, 1944 ნახვა
საზოგადოება
ამომრჩეველთა მხრიდან, სიებში მონაცემების გადამოწმება, კანონდარღვევა არ არის
"თავისუფალი პლატფორმის" სპიკერის მაგდა კოტრიკაძის განცხადებით, ამომრჩეველთა მხრიდან, ხდება სიებში მონაცემების გადამოწმება ოლქის რეგისტრატორებთან. მათი რეგისტრაციის ნომრების ამოწერა-დაფიქსირება, არ არის კანონდარღვევას. "ამომრჩეველთა მხრიდან, ხდება სიებში მონაცემების გადამოწმება ოლქის რეგისტრატორებთან. კონკრეტულად კი, მათი რეგისტრაციის ნომრების ამოწერა-დაფიქსირება, რაც არ შეესაბამება კანონდარღვევას. თუმცა, მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ეს შემთხვევები შეუთავსებელია კანონთან, რაც ძალიან გასაკვირია. რადგან, ამომრჩეველთა სახელი, გვარი, ასევე, სიის ნომერი განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას. საარჩევენო ადმინისტრაცია ვალდებულია არ შეზღუდოს ამომრჩევლის უფლება ამ კუთხით", - განაცხადა მაგდა კოტრიკაძემ. "ამდენად, მოვუწოდებთ უბნებში მყოფ დამკვირვებლებს მოიქცნენ კანონის შესაბამისად და მისცენ უბნებზე მისულ მოქალაქეებს რეგისტრაციის ნომრების სიაში მოძებნის შესაძლებლობა", - განაცხადა მაგდა კოტრიკაძემ. 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 16,5% შეადგინა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)