|
2017-10-21 15:34:11, 1910 ნახვა
საზოგადოება
„თავისუფალი პლატფორმის წევრმა“ საარჩევნო პროცესები 12:00 საათის მდგომარეობით შეაფასა
„თავისუფალი პლატფორმის წევრის“ აგიტ მირზოევის შეფასებით, საარჩევნო პროცესები 12:00 საათის მდგომარეობით ძირითადად მშვიდ გარემოსი მიმდინარეობს, თუმცა გამოვლენილია რიგი დარღვევები. "საარჩევნო უბნების ძირითადი ნაწილი გაიხსნა დროულადსამგორის ოლქში გამოვლენილია რიგი დარღვევებისა: 3 შემთხვევა დაფიქსირდა სამგორის ოლქის საარჩევნო უბნებზე (100, 101, 113) როდესაც დამკვირვებლების დასწრებას აფერხებდა კომისიის თავმჯდომარე, უბნის მომზადების და გახსნის დროისთვის, მაგრამ როგორც კი ჩვენ მივმართეთ საოლქო საარჩევნო კომისიას აღნიშნული პრობლემები აღმოფხვრილი იყო. 1 შემთხვევა სამგორის მე-19 უბანზე, როდესაც დამკვირვებელს უკრძალავდნენ უბანზე ვიდეო-გადაღებას. 71-ე უბანზე ბიულეტენების რაოდენობა არ უდრიდა ამომრჩეველთა რაოდენობას. ასევე იყო რამოდენიმე დარღვევა საბურთალოს ოლქში, მათ შორის #68 უბანზე ჩვენი დამკვირვებლის მიერ შედგენილი იყო საჩივარი, ვინაიდან კომისიის წევრმა მიიღო მონაწილეობა მარკირების პროცედურის გავლის გარეშე. ამ დროისთვის მიმდინარეობის მონაცემთა გადამუშავება ამომრჩეველთა აქტიურობაზე 12:00 საათის მდგომარეობით, და უახლოეს დროს ჩვენ გამოვაქვეყნებთ აღნიშნულ შედეგს", - განაცხადა აგიტ მირზოევმა. 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 16,5% შეადგინა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)