12:37 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 15:21:01, 1907 ნახვა

საზოგადოება
„ევროპული საქართველოს“ წევრების მტკიცებით, „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მათ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა

„ევროპული საქართველოს“ წევრების ინფორმაციით, მარნეულში ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ისინი ამტკიცებენ, რომ მათ აქტივისტს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ფიზიკურად გაუსწორდა. 

მათივე ცნობით, ვითარება მას შემდეგ გართულდა, რაც „ევროპული საქართველოს“ აქტივისტი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს აგიტაციის განხორციელებაში შეეწინააღმდეგა.

ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეო მასალა ამ დროისთვის არ არსებობს.

ადგილზე იმყოფება მმართველი გუნდის წარმომადგენელი  ეკა ბესელია. ის ამბობს, რომ ფაქტი გადასამოწმებელია.

„მცდელობები იქნება ხელოვნური პროვოკაციების, დაძაბულობის ინსპირირების. გავარკვევთ ობიექტურ ვითარებას და შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მარნეულში ამ დროისთვის სიმშვიდეა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics