09:48 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 14:49:27, 685 ნახვა

„ევროპულმა საქართველომ“ თამარ ჟვანია საარჩევნო დარღვევების „გაპრავებაში“ დაადანაშაულა

"ევროპული საქართველოს" წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ცოტა ხნის წინ, მას მარნეულის მერობის კანდიდატმა ახმედ იმამკულიევმა განუცხადა, რომ მარნეულში დაძაბული ვითარებაა.

როგორც ნადირაშვილმა აღნიშნა, საარჩევნო უბნებთან დგანან ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები, რომლებიც ამომრჩევლის იდენტიფიცირებას ახდენენ, თუმცა ცესკო ამ დარღვევის აღკვეთას არ ცდილობს. 

„იმ სურათის მიხედვით, რომელიც ამ წუთისთვის იკვეთება, ჩანს, რომ ხელისუფლება ემზადება ისევე როგორც 2016 წელს, ახმედ იმამკულიევს წაართვას გამარჯვება, თუმცა აქვე მინდა, ხელისუფლებას მივმართო, რომ ყოველგვარი ზეწოლა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ძალადობა საარჩევნო უბნებზე, ვერ მისცემს მათ შედეგებს და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის მთელ საქართველოში და ამ კონკრეტულ რაიონში. მთავარი დარღვევა არის ის, რომ ადმინისტრატორების უკან დგანან ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები და ახდენენ ამომრჩევლების იდენტიფიცირებას. ეს არის ძალიან დიდი დარღვევა. ცესკოს თავმჯდომარე იმის ნაცვლად, რომ აღეკვეთა მსგავსი ფაქტები, პირიქით, ამ დარღვევების”გაპრავებით” დაკავდა”, - განაცხადა ნადირაშვილმა. 

ნადირაშვილის თქმით, სოფელ ქვემო სარალში, 58-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა.

„მირქაზიმ იაგუბოვმა, რომელიც კენჭს იყრის „ქართული ოცნებიდან“, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ევროპული საქართველოს" მხარდამჭერს მუჰამედ ჰუსეინოვს,“ - განაცხადა ნადირაშვილმა და განმარტა, რომ შეურაცხყოფის მიზეზი ჰუსეინოვის პოზიცია გახდა, რადგან ის „ ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერია.

ირმა ნადირაშვილის თქმით, ამ წუთებში მუჰამედ ჰუსეინოვი პოლიციაში იმყოფება და მომხდარის შესახებ პოლიციას ინფორმაციას აწვდის.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics