|
2017-10-21 14:44:54, 1868 ნახვა
საზოგადოება
ელისაშვილი: საარჩევნო უბნებთან შავებში ჩაცმული ადამიანები დგანან - უზარმაზარი ადმინისტრაციული მანქანაა დაქოქილი
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილის განცხადებით, საარჩევნო უბნებთან შავებში ჩაცმული ადამიანები არიან მობილიზებული. როგორც ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს აიძულებენ საარჩევნო უბანზე მისვლასა და მმართველი გუნდისთვის ხმის მიცემას. "ყველა საარჩევნო უბანთან არიან მობილიზებული შავებში ჩაცმული ადამიანები, აფორიაქებული სახეებით, საწერი კალმებით, ფურცლებით. დაარბენინებენ აქეთ-იქით საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს, გაშმაგებულები ეზიდებიან ხალხს კოორდინატორები. უზარმაზარი ადმინისტრაციული მანქანა არის დაქოქილი იმისთვის, რომ საკუთარი მხარდამჭერები ძალით მიიყვანონ საარჩევნო უბნებზე. რა თქმა უნდა ამის ორგანიზატორი არის ხელისუფლება, რა თქმა უნდა ამის ორგანიზატორი არის "ქართული ოცნება"", - განაცხდა მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)