|
2017-10-21 13:50:47, 618 ნახვა
ცესკო გამოვლენილ პროცედურულ ხარვეზებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში დილის 07:00 საათიდან 12:00 საათამდე სულ 473 ზარი შევიდა. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განმარტა, მათი უმრავლესობა სიაში ამომრჩევლის მონაცემების გადამოწმებას შეეხება. ანა მიქელაძემ მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია მცირე პროცედურული ხარვეზების შესახებ: „დუშეთის მე-13 უბანზე არ აღმოჩნდა მაჟორიტარული სახის ბიულეტენები. დანარჩენი ორი სახის ბიულეტენი მერისა და პროპორციული არჩევნებისთვის იყო უბანში. საოლქო საარჩევნო კომისიამ განკარგულებით მიიღო გადაწყვეტილება და საარჩევნო უბანს მაჟორიტარული სახის ბიულეტენები უკვე მიეწოდა. ამასთან დაკავშირებით დაწერილია საჩივარი და საბოლოო გადაწყვეტილებას შესაბამისი საარჩევნო ადმინისტრაცია მიიღებს. მარტვილის 34-ე უბანზე არ აღმოჩდა მარკირების შემოწმების ფარანი და ის დაუყოვნებლივ მიეწოდა კომისიას; ბოლნისის მე-20 საარჩევნო უბანზე „პრესს მედიის“ წარმომადგენელის მიმართ შედგა გაძევების ოქმი საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის არაერთხელ ხელის შეშლის გამო“,- განაცხადა ცესკოს სპიკერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)