06:43 - 14 Aug, 2026
|
2017-10-21 13:15:34, 1949 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრმა ხმა საბურთალოს ოლქის მე-7 საარჩევნო უბანზე მისცა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საბურთალოს ოლქის მე-7 საარჩევნო უბანზე მივიდა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მისცა ხმა. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მან არჩევანი განვითარებისკენ მიმართულ ქალაქზე გააკეთა. „დღეს ხმა მივეცი ჯანსაღ ქალაქს. ისეთ ქალაქს, სადაც მარტო არავინ იქნება მიტოვებული თავის გაჭირვებასთან; ხმა მივეცი უსაფრთხო ქალაქს, სადაც დაცული იქნება: ეკოლოგია, სოციალური მდგომარეობა, ჯანმრთელობის უფლება და ხმა მივეცი ქალაქს, რომელიც იქნება განვითარებისკენ მიმართული“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)