|
2017-10-21 11:27:24, 1994 ნახვა
საზოგადოება
ცესკო-ს ინფორმაციით, მთაწმინდის 6-ე უბანი ამომრჩევლებისთვის 7 წუთის დაგვიანებით გაიხსნა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთაწმინდის 6-ე უბანი ამომრჩევლებისთვის 7 წუთის დაგვიანებით გაიხსნა. როგორც ცესკო-ს პრეს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი არის რეგისტრირებული აღნიშნულ საარჩევნო უბანზე და საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესის გამო, მონაცემების ჩანაწერთა წიგნში შეტანას გარკვეული დრო დასჭირდა: „ეს უბანი გაიხსნა 7 წუთის დაგვიანებით ამომრჩევლებისთვის. დილით იყო გახსნილი 7 საათზე, თუმცა კენჭისყრისწინა პროცედურები 7 წუთის დაგვიანებით დასრულდა. ამის მიზეზი იყო ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის რეგისტრირებული ამ საარჩევნო უბანზე, შესაბამისად, საკმაოდ დიდი ინტერესი იყო მედიის მხრიდან, ასევე დამკვირვებლების მხრიდან და მთელი მონაცემების შეტანას ჩანაწერთა წიგნში ესაჭიროებოდა გარკვეული დრო, ეს გახდა 7 წუთით დაგვიანების მიზეზი“,-აღნიშნა ანა მიქელაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)