|
2017-10-21 10:21:44, 581 ნახვა
საია: პროცესი მშვიდად მიმდინარეობს, თუმცა ამომრჩევლის ნებაზე კონტროლის არაერთი ფაქტი გამოვლინდა
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ამ დროისთვის საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. როგორც საია-ს თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რამდენიმე საარჩევნო უბანზე გარკვეული დარღვევები ფიქსირდება. მისივე თქმით, საია-ს დამკვირვებლებმა ამომრჩევლის ნებაზე კონტროლის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს. "10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. უბნების უმრავლესობა, სადაც საია აკვირდება არჩევნებს, გაიხსნა დროულად და და აღჭურვილი იყო საჭირო დოკუმენტებით და მასალებით. თუმცა ამ დროისთვის დაფიქსირდა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევევის რამდენიმე შემთხვევა და ასევე ამომრჩევლის ნებაზე კონტროლის არა ერთი შემთხვევა. ეს ფაქტები ძირითადად თბილისში დაფიქსირდა, კერძოდ ჩვენი დამკვირვებლების ინფორმაციით, სავარაუდოდ ადგილი აქვს ამომრჩევლის ნებაზე კონტროლის განხორციელებას შემდეგი ფორმით: რეგისტრატორების გვერდით, უკან ან ნაკადის მომწესრიგებლის გვერდით დგანან საარჩევნო სუბიექტები "ქართული ოცნება" ან მემარცხენე ალიანსის" ან სადამკვირვებლო ორგანიზაცია "ახალი სიტყვის" წარმომადგენლები და თავიანთ ბლოკნოტებში ან სპეციალურ ფორმაში ინიშნავენ ამომრჩევლის მონაცემებს, სავარაუდოდ მათ ვინაობას და რიგით ნომერს ამომრჩეველთა სიაში. აღნიშნული ფაქტები ადასტურებს ინფორმაციას, რომელსაც საიას კენჭისყრის დღემდე რამდენიმე დღით ადრე მიაწოდეს, რომ იგეგმებოდა მსგავსი ფორმებით ამომრჩევლის ნებაზე კონტროლის განხორციელება. ამ დროისთვის მსგავს ფაქტებს ადგილი ჰქონდა შემდეგ უბნებზე: დიდუბის #6, ნაძალადევის #61-ე, #70-ე და #73-ე უბნებზე, მთაწმინდის #4-ე, კრწანისის #19-ე დიდუბის #35-ე და #36-ე უბნებზე. ჩვენი დამკვირვებლები ასეთ შემთხვევაში აძლევენ შენიშვნას შესაბამის პირებს. რიგ შემთხვევებში ეს პრობლემა შეჩერდა, მაგრამ ჩვენ მოვუწოდებთ უბნების თავმჯდომარეებს და ზემდგომ პირებს, მკაცრად გააკონტროლონ მსგავსი ფაქტები", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)