05:41 - 14 Aug, 2026
|
2017-10-20 20:04:41, 2092 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენის აპარატი საარჩევნოდ „ცხელი ხაზის“ ნომერს აქვეყნებს
სახალხო დამცველი არჩევნების მონიტორინგთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს სახალხო დამცველი, მისთვის კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, რეგიონული და ცენტრალური ოფისების მეშვეობით მონიტორინგს გაუწევს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის პროცესს. 24 საათის განმავლობაში იმუშავებს აპარატის ცხელი ხაზი 1481, რისი მეშვეობითაც მოქალაქეებს და დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ შეგვატყობინონ სახალხო დამცველის აპარატის მანდატში შემავალი უფლებადარღვევის ფაქტები. საჭიროების შემთხვევაში, სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეძლებენ ადგილზე გასვლას“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)