|
2017-10-20 18:49:15, 1831 ნახვა
საზოგადოება
სამაგალითოა საქართველოსთან დამყარებული პარტნიორობა - გერმანიის პოლიცია საქართველოს შსს-ს შესახებ
გამოცემა „Westerwälder Zeitung“-მა გამოაქვეყნა სტატია გერმანიის რაინლანდ-პფალცის ფედერალურ მიწაზე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, სათაურით - „ძარცვის რიცხვმა მნიშვნელოვნად იკლო“. სტატიაში ნათქვამია: „ფედერალურ მიწას სურს, გააძლიეროს ინფორმაციის გაცვლა მეზობელ ქვეყნებთან. სამაგალითოა საქართველოსთან 2016 წელს დამყარებული პარტნიორობა. ცენტრალურ ანალიტიკურ სამსახურს შეუძლია, მრავალფეროვანი ინფორმაცია ერთად შეკრიბოს, - ამბობს ფედერალური მიწის კრიმინალური პოლიციის სამსახურის პრეზიდენტი იოჰანეს კუნცი, - ასე უფრო ადვილია დამნაშავის იდენტიფიცირება, რადგან მათ 70%-ს მანამდე უკვე ჰქონდა შეხება პოლიციასთან. საქართველოს უწყებებთან თანამშრომლობით, შესაძლებლობა მოგვეცა, მოგვეხდინა ოცკაციანი სიის იდენტიფიცირება, რომელიც დანაშაულის მრავალჯერ ჩამდენ პირებს მოიცავდა. მათგან 13 პირი უკვე პატიმრობაში იმყოფება. ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაული თითქმის განახევრდა. ამჟამად, გამომძიებლები იმედოვნებენ, რომ მსგავსი წარმატება ექნებათ სხვა ქვეყნებთანაც, მაგალითად, რუმინეთთან“.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)