11:01 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 16:14:32, 1871 ნახვა

საზოგადოება
საშემოდგომო ხვნის სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის

კახეთის რეგიონში საშემოდგომო ხვნის სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის. 

 როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს,  სამუშაოების ჩასატარებლად შპს „მექანიზატორის" დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 82 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული.

უწყების ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავების პროცესში.

 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შპს „მექანიზატორმა" უკვე დაამუშავა 1000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, სამუშაოები გრძელდება პატარა შირაქში, სადაც დღეს     კომპანიის 2 ერთეული ტრაქტორით მოხდა 12 ჰექტარი მიწის ფართობის დამუშავება.

აღსანიშნავია, რომ სახნავ-სათესი მიწის ხარისხიანი დამუშავება ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად.

 გარდა ხვნის სამუშაოებისა, შპს „მექანიზატორი", მთელი საქართველოს მასშტაბით, მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას სთავაზობს.

(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics