|
2017-10-19 18:08:01, 3409 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა ახალ კონსტიტუციას ხელი მოაწერა
პრეზიდენტმა ახალ კონსტიტუციას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ავლაბრის რეზიდენციაში სპეციალურ ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მარგველაშვილის თქმით, ეს არ არის ის დოკუმენტი, რომლის მიღებასაც ისურვებდა, თუმცა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მზადაა, ხელი მოაწეროს მას. „როგორც მოგეხსენებთ, ერთი წლის წინ დაიწყო კონსტიტუციის ცვლილების პროექტი. პირველივე დღიდან ჩემთვის ნათელი იყო, რომ მმართველი გუნდი ერთპარტიული კონსტიტუციის მისაღებად ემზადებოდა. სწორედ ამიტომ და საზოგადოებამ ეს კარგად იცის, რომ ვიყავი პირველი, რომელიც ერთპარტიული კონსტიტუციის მიღების პერსპექტივაზე ვსაუბრობდი და შესაბამისად ვდგამდი ნაბიჯებს. მე და ჩემი გუნდი მთელი წლის განმავლობაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ ვაფიქსირებდით ერთ მარტივ ჭეშმარიტებას. იმას, რომ კონსტიტუცია ყველასია და ვცდილობდით, რომ ქვეყანას მიეღო თანხმობაზე დაფუძნებული დოკუმენტი. ბოლოს ამ მიზნით გამოვიყენე ვეტოს უფლებაც. სამწუხაროდ, ამ საკითხში ისევე როგორც ბევრ სხვა საკითხში "ქართული ოცნება" ვერ გასცდა იმ ტრადიციას, რომელიც ერთპარტიულ კონსტიტუციას იღებდა ხოლმე საქართველოში და პარლამენტმა მიიღო, ის რაც აქამდეც მომხდარა, ერთპარტიული კონსტიტუცია. სწორედ ამიტომ, ჩემთვის უაღრესად ძნელია ამ კონსტიტუციაზე ხელის მოწერა და მიუხედავად ამისა, ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, გამომდინარე იქიდან, რომ უნდა გადაიდგას ყველა ნაბიჯი, იმისათვის რომ იყოს, თავიდან აცილებული დესტაბილიზაციის შესაძლო მცდელობა სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის მთავარსარდალი და კონსტიტუციის გარანტი ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს. მთელ ამ პროცესში გვსურდა, რომ ევროპული სტანდარტი დაგვემკვიდრებინა. იყო მეორე სტანდარტიც - "ქართული ოცნების", რომლისთვისაც გადაულახავ სიმაღლედ იქცა, ის როგორც იქცეოდნენ წინა ხელისუფლებები. ჩემი ნაბიჯით მინდა განხილულ იქნას როგორც მაგალითი იმისა, რომ ამ უფრო მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე შესაძლოა პოლიტიკოსმა არ გამოიყენოს ყველა ბერკეტი სახელმწიფოებრივი იდეალებიდან გამომდინარე და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ამავე დროს მინდა მოუწოდა საზოგადოებას, რომ უფრო გააქტიურდეს, გახდეს უფრო ძლიერი, მუშა და დემოკრატიული პროცესების განვითარების ნაწილი. ჩვენ შევქმნით უფრო ეფექტურ დემოკრატიას“, - განაცხადა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, პარლამენტმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტებზე პრეზიდენტის ვეტო 13 ოქტომბერს დაძლია და დოკუმენტი ხელმოსაწერად კვლავ გიორგი მარგველაშვილს გადაუგზავნა.
ზარქუა ოპოზიციის ელჩებთან შეხვედრაზე - აგენტურა საკუთარ პატრონებთან ახალი რჩევების მისაღებად მიდის
ყოფილ მაღალჩინოსანთან დაკავშირებულმა კომპანიამ ტენდერები უკონკურენტოდ მოიგო
საია: ვიწროვდება პოლიტიკური გაერთიანებისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობები
ბერა ივანიშვილის ადვოკატმა "ფორმულას" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)