|
2017-10-19 14:42:32, 590 ნახვა
გერაშენკო: სააკაშვილი საქართველოდან ხალხმა გააძევა და ახლა გადატრიალების მოწყობა უკრაინაში სურს
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის და „სახალხო ფრონტის“ ფრაქციის დეპუტატის ანტონ გერაშენკოს განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „უკრაინაში წყლის ამღვრევას შემდგომშიც შეეცდება", - ამის შესახებ DNR-News იუწყება. როგორც გერაშენკომ განმარტა, ეს ხელისუფლებისადმი ახალი მოთხოვნების წაყენებაში გამოიხატება. „მიტინგი არ დაიშლება, იმიტომ რომ ვინც ეს მიტინგი მოიგონა სულ ახალ და ახალ მოთხოვნებს წამოაყენებს. ბატონი სააკაშვილი, რომელიც საქართველოდან საკუთარმა ხალხმა გააძევა, თავის ქვეყანაში ვერ ბრუნდება, ამიტომ გადატრიალების მოწყობა აქ, უკრაინაში სურს. რა კანონები და გადაწყვეტილებებიც არ უნდა მივიღოთ, სააკაშვილი შემდგომშიც შეეცდება წყალი აამღვრიოს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა დეპუტატმა. ცნობისთვის, კიევში, უმაღლეს რადასთან მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ დეპუტატებს პარლამენტის შენობიდან იქამდე არ გამოუშვებენ, ვიდრე ისინი მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ. შეგახსენებთ, რომ კიევში, უმაღლეს რადასთან საპროტესტო აქცია უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს. აქციაზე პერიოდულად ერთმანეთს მომიტინგეები და სამართალდამცველები უპირისპირდებიან. ერთ-ერთი დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, კიდევ 11 დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. გუშინ მომხდარი შეტაკების დროს პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)