|
2017-10-19 10:58:23, 1925 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: მხოლოდ კახეთის რეგიონში მევენახეების შემოსავალმა 143 მილიონი ლარი შეადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, რთველი 2017 ძალიან წარმატებულად ჩატარდა. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დღევანდელი მონაცემებით, მხოლოდ კახეთის რეგიონში 125 000 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა და მევენახეების შემოსავალმა 143 მილიონი ლარი შეადგინა. „ეს არის ნამდვილად თითოეული მევენახის, გლეხის და მთლიანად საქართველოს და, რა თქმა უნდა, ხელისუფლების წარმატება. რთველის პეროცესში ჩართული იყო 230 კკომპანია და ყუირზენი კომპანიებს 15 000-მდე მევენახემ ჩააბარა. მთელი ეს პროცესი იყო ძალიან ორგანიზებული. მევენახეები და მეწარმეები ფასზე სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად შეთანხმდნენ და ფასი განისაზღვრა ადგილწარმოშობის, ხარისხის და სხვა ფაქტორების მოთხოვნაზე დაფუძნებით“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მან რთველის საკოორდინაციო შტაბს და კონკრეტულად მინისტრ ლევან დავითაშვილს ორგანიზებულად და წარმატებულად ჩატარებული რთველისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)