|
2017-10-19 10:52:18, 1859 ნახვა
საზოგადოება
სამხედრო მოსამსახურეები მომზადებას პროფესიულ ცენტრებში გაივლიან.
საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი პროფილის მქონე სამხედრო მოსამსახურეები მომზადებას პროფესიულ ცენტრებში გაივლიან. თანამშრომლობის ფარგლებში, საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფებიდან სამხედრო მოსამსახურეები შემდუღებლის, ელექტრიკოსის, ტექნიკოსის, ძრავის სპეციალისტის, მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორისა და სხვა სპეციალოებებს დაეუფლებიან. ამ მიზნით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ პროფესიულ კოლეჯებთან, „სპექტრთან“ და „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან მემორანდუმს ხელი წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ მოაწერა. პროფესიულ სასწავლებლებს კი ხელმძღვანელი პირები წარმოადგენდნენ, რომლებმაც თავდაცვის უწყებასთან ურთიერთობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს. პროფესიულ სასწავლებლებში სამხედრო მოსამსახურეების მომზადება ფინანსური რესურსის დაზოგვასა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. კოლეჯებში სტუმრობისას, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ სასწავლებლების ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა და სასწავლო პროგრამებს გაეცნო. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)