04:36 - 14 Aug, 2026
|
2017-10-19 10:48:29, 1857 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი მოსახლეობას მიმართავს, 21 ოქტომბერს საარჩევნო უბანზე მივიდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, 21 ოქტომბერს საარჩევნო უბანზე მივიდნენ და საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეს მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებისთვის და უკეთესი მომავლისთვის: „მინდა, მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, რომ მივიდეს საარჩევნო უბანზე და გამოხატოს თავისი ნება, დააფიქსიროს თავისი არჩევანი.ჩვენს ქვეყანაში გატარებული ცვლილებების შედეგად თანდათან უნდა განმტკიცდეს კავშირი ამომრჩევლის ნებასა და ხელისუფლების პასუხისმგებლობას შორის. ეს კავშირი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორედ ეს კავშირია ის, რაც შექმნა ჩვენმა ხელისუფლებამ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი ნათელი მაგალითი ამის“, - განაცხადა გიორრგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)