05:47 - 25 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-15 18:48:45, 1967 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს და ესტონეთს ოსკარზე წარსადგენ ნომინანტთა შორის „მანდარინების“ დასახელებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  საქართველოს და ესტონეთს ოსკარზე წარსადგენ ნომინანტთა შორის ქართულ-ესტონური ფილმის „მანდარინების“ დასახელებას ულოცავს.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე მილოცვაში აღნიშნა.
„ვულოცავ საქართველოს! ვულოცავ ესტონეთს!
ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის ფილმი „ოსკარზეა“ ნომინირებული. "მანდარინები", ხუთ საუკეთესო უცხოენოვან ფილმს შორისაა. ყველას გილოცავთ!“,-ნათქვამია ირაკლი  ღარიბაშვილის მილოცვაში.
შეგახსენებთ, რომ ზაზა ურუშაძის ქართულ–ესტონური ფილმი „მანდარინები“ ოსკარზე წარსადგენ ნომინანტებს შორის დასახელდა. ოსკარის დაჯილდოვების 87–ე ცერემონია  22 თებერვალს ჰოლივუდში, დოლბის თეატრში გაიმართება. „მანდარინები“ უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში ესტონეთის სახელით არის წარდგენილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ოფიციალურად დაიწყო ოპერაცია „გარიყული ეკონომიკა“ ირანის წინააღმდეგ
ყაველაშვილის ცოლმა კიევში, ომის ფონზე შვიდ მარადიულ საყრდენზე ისაუბრა
ISW: პუტინმა ომის დაწყებიდან დონბასის აღების ბოლო ვადა 15-ჯერ გადადო
უკრაინამ, შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ერთად, რუსეთთან ომის დასრულების ახალი გეგმა შეიმუშავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics