|
2017-10-18 14:34:29, 1964 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ არქივსა და თსუ-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ერთობლივი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ აღნიშნა: „მოხარული ვარ, რომ ეროვნული არქივი და სახელმწიფო უნივერსიტეტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაზე ერთობლივად მუშაობენ. ამ თანამშრომლობის შედეგად გამოიცემა საიუბილეო ალბომი, რომელშიც ნოე რამიშვილთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესო მასალა მოიყრის თავს". მემორანდუმის საფუძველზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნული არქივი 2018 წლისათვის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, ერთობლივად გამოსცემენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი მთავრობის თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის სამენოვან (ქართულ-ინგლისურ-ფრანგული) მემორიალურ ალბომს, რომელშიც შესული იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ეროვნულ არქივში დაცული, ნოე რამიშვილთან დაკავშირებული სახელმწიფოებრივი და პირადი დოკუმენტები, წერილები და ფოტოები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)