|
2017-10-18 13:25:05, 569 ნახვა
სახალხო დამცველმა საინფორმაციო კამპანია - „თანასწორობა ჩვენს გარშემო“ დაიწყო
საქართველოს სახალხო დამცველმა თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიზნით, დაიწყო საინფორმაციო კამპანია - „თანასწორობა ჩვენს გარშემო“. „საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღებით, თუმცა თანასწორობის მიღწევა კვლავ გამოწვევას წარმოადგენს. არასაკმარისი საკანონმდებლო გარანტიები, საზოგადოებაში არსებული მცდარი შეხედულებები და სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციის აღმოფხვრისკენ მიმართული ღონისძიებების სიმწირე, ყოველდღიურ რეჟიმში უარყოფითად აისახება დაუცველ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, არსებული სტერეოტიპული მიდგომების ცვლილება და თანასწორობის პრინციპების დამკვიდრება, რაშიც განსაკუთრებული როლი ფორმალურ განათლებას უჭირავს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, თანასწორობის საკითხები გამჭოლ ხაზად გასდევდეს განათლების ყველა საფეხურის სასწავლო პროგრამებს. ცალკეული ჯგუფების ინტერესების გათვალისწინების და არსებითი თანასწორობის მიღწევის მიზნით, აუცილებელია, ხელისუფლების წარმომადგენლები მეტად ჩაერთონ დისკრიმინაციასთან ბრძოლის პროცესში, ეს სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილად აქციონ და თანასწორობის მხარდამჭერი განცხადებები მათი დღის წესრიგის ნაწილი გახდეს. კანონის ამოქმედებიდან სამი წლის შემდეგ, შეგვიძლია ვისაუბროთ იმ პრობლემურ საკითხებზე, რაც მის ეფექტიან განხორციელებას აფერხებს. სახალხო დამცველის მთავარ რეკომენდაციად კვლავ რჩება საქართველოს პარლამენტის მხრიდან საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რომელიც საკანონმდებლო წინადადების სახით, ჯერ კიდევ 2015 წელს წარვადგინეთ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი ღონისძიებები საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, თანასწორობის მექანიზმის ცნობადობის გაზრდისა და საკანონმდებლო სივრცის მოწესრიგებისკენ მიმართული ინიციატივების ლობირების მიმართულებით“,-აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატაში. პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ვიდეო რგოლი და თანასწორობის შესახებ სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)