|
2017-10-18 10:45:09, 2225 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოვა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 18-19 ოქტომბერს ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) სხდომაზე სიტყვით გამოვა. მიხეილ ჯანელიძე ისაუბრებს საქართველოში, მათ შორის ევროპული დღის წესრიგით, მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის მომავალ ხედვასა და პერსპექტივებზე, ასევე მინისტრი ევროპარლამენტარებს გააცნობს ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო განვითარებების შესახებ. “აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს კენჭი უყარა ანგარიშს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" შესახებ, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტს უკავშირდება და მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს საქართველოს და სხვა ასოცირებული პარტნიორების ევროპულ პერსპექტივასთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების ინიციატივებთან დაკავშირებით. საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები ევროპარლამენტარებთან, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალურ მდივანთან ჰელგა შმიდთან და ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა გენერალური დირექტორის მოადგილესთან კატერინა მატერნოვასთან. მინისტრი ასევე მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსიას გამართავს კარნეგის ცენტრში სხვადასხვა აკადემიური წრეების წამყვან ექსპერტებთან”, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ჰუმანიტარული დახმარების განაწილების დროს რუსებმა ზაპოროჟია დაბომბეს 29 დაიღუპა 48 ადამიანი დაკარგულად ითვლება
არასრულწლოვანს ფიზიკური ძალადობით, მოწყალების თხოვნასა და დღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ -დაკავებულია ორი პირი - ვიდეო
აშშ-ში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ბედსაც გადაწყვეტს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ჰუმანიტარული დახმარების განაწილების დროს რუსებმა ზაპოროჟია დაბომბეს 29 დაიღუპა 48 ადამიანი დაკარგულად ითვლება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)