08:18 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-18 10:34:21, 1786 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს ტექნოლოგიურ სიახლეებს დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნენ

შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწვივნენ.

სტუმრებს შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა  უმასპინძლა და მაღალტექნოლოგიური, მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დაათვალიერებინა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეხვედრები იმ ქვეყნების დიპლომატებთან, საიდანაც საქართველოში ტურისტების ყველაზე დიდი ნაკადი ჩამოდის, რათა მათ მოქალაქეებს  ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ ჰქონდეთ, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და რაც მთავარია, იცოდნენ, რომ საქართველოს შსს და პოლიცია დიდ რესურსებს ხარჯავს განვითარებაზე, რათა გამოწვევებზე ორი ნაბიჯით წინ იყოს“, - აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელები სტუმრებს ცენტრის შექმნის მიზანზე, დანიშნულებაზე, ფუნქციებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ.

დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ცენტრის მუშაობის სპეციფიკას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენისა და სატრანსპორტო ნაკადების მართვის პროცესს ადგილზე გაეცნენ. სტუმრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ცენტრში მიმდინარე პროექტებზე,  მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ პროექტზე - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ვიდეომონიტორინგის სისტემის შექმნას და საპოლიციო საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების უფრო მეტად გამოყენებას გულისხმობს.

შს მინისტრის მოადგილე დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პოლიციის ტექნოლოგიური რეფორმის და მისი ახალ ეტაპზე გადასვლის შესახებ  ესაუბრა.  შალვა ხუციშვილმა სტუმრებს ორი სიახლის შესახებ აცნობა. კერძოდ: მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან   მთელი ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებული ე.წ. ჭკვიანი კამერები ამოქმედდება. აღნიშნული  კამერების ადმინისტრირება შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში დანერგილი ვიდეოანალიტიკური პროგრამებით მოხდება და სხვადასხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ავტომატურ რეჟიმში დააფიქსირებს. ასევე, 1 ნოემბრიდან ძალაში შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics