|
2017-10-17 13:22:47, 1764 ნახვა
საზოგადოება
მერია: „თბილისიმარათონი 2017“-ის გაუქმებაზე გადაწყვეტილება ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფმა მიიღო და არა დედაქალაქის მთავრობამ
თბილისის მერია „თბილისიმარათონი 2017“-ის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც მერიაში განმარტავენ, მარათონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფმა მიიღო და არა დედაქალაქის მთავრობამ. „მარათონი წლებია, მერიის მხარდაჭერითა და პატრონაჟით იმართება. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ერთის მხრივ, ქველმოქმედებას, ხოლო მეორეს მხრივ ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რასაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. მეტიც, ღონისძიების პოპულარიზაციის მიზნით მარათონის თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიიდან ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გადმოტანა თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინიციატივა იყო. გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამად ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე არეალში დაწყებულია რეაბილიტაცია და აღნიშნულ ტერიტორიაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია, ღონისძიების ჩატარებისას რუსთაველის გამზირის, აღმაშენებლისა და სხვა ცენტრალური ქუჩების გადაკეტვამ შესაძლოა, გამოიწვიოს სატრანსპორტო კოლაფსი და მოქალაქეების უკმაყოფილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის მერიამ გაითვალისწინა როგორც მოქალაქეების, ასევე, ღონისძიების მონაწილეებისა და ორგანიზატორების მოთხოვნები და შესთავაზა საორგანიზაციო ჯგუფს „თბილისიმარათონი 2017“-ის დილის 7:00 საათზე გამართვა, ნაცვლად 9:00 საათისა. დედაქალაქის მერიამ განიხილა ალტერნატიული ვარიანტიც - ღონისძიების ისევ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ჩატარება. ზემოაღნიშნული შეთავაზებების მიუხედავად, ღონისძიების ორგანიზატორებმა არ გაითვალისწინეს ის არგუმენტები, რომლებიც ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის პარალიზებისა და მოქალაქეებისთვის დისკომფორტის შექმნის თავიდან აცილებას და უარი განაცხადეს „თბილისიმარათონის“ შეთავაზებული ფორმებით ჩატარებაზე. გარდა ამისა, გვსურს განვმარტოთ, რომ თბილისის მერიაში შეტანილ განცხადებებზე საორგანიზაციო ჯგუფს საბოლოოდ დადასტურებული პასუხი მიღებული არ ჰქონდათ. სამწუხაროა, რომ ღონისძიების გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით დაზარალდნენ როგორც მარათონში მონაწილეობის მსურველი მოქალაქეები, ისე ტურისტები, რომლებიც ამ ღონისძიების ფარგლებში გეგმავდნენ თბილისში სტუმრობას“, - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში. (NS)
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)