03:39 - 14 Aug, 2026
|
2017-10-17 09:25:27, 2576 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთიდან გადმოსვენებულ პირებს დღეს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ
აფხაზეთიდან გადმოსვენებულ გმირებს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. დილის 11:00 საათიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი განახლდება. ცნობისთვის, აფხაზეთიდან თბილისში სულ 25 პირი გადმოასვენეს, მათ შორის არის სოხუმის ყოფილი მერი, გურამ გაბესკირია და უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტების მიერ დახვრეტილთა საფლავები ამ დრომდე უცნობი იყო. 17 ოქტომბერს, გარდაცვალებიდან 24 წლის შემდეგ, კი ჩვენი დროის გმირებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)