|
2017-10-16 20:29:41, 678 ნახვა
უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე ნატო-ს წარმომადგენლებს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის და NATO-ს სამოქალაქო უსაფრთხოების მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კოორდინირებით მიმდინარე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნას და რომელსაც ტექნიკურ მხარდაჭერას NATO-ს სამოქალაქო უსაფრთხოების მრჩეველთა მისია უწევს. შეხვედრას ესწრებოდნენ: ტორსტენ დერიკი - NATO-ს ადგილობრივი ოფისის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი; კრისტიან კოკვიკი - კრიტიკული ინფრასტრუქტურის ექსპერტი; სტეფანო სანტამატო - NATO-ს სამოქალაქო უსაფრთხოების საოპერაციო სამმართველოს წარმომადგენელი; მაგდა კოუტკოვა - კრიტიკული ინფრასტრუქტურის ექსპერტი; ჯიოვანი ფერარი - იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო დაცვის წარმომადგენელი; მერი გაბაშვილი - ნატო-ს პროფესიული განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი; გრიგოლ მოდებაძე - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; ნიკოლოზ ქავთარაძე - თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორი და გიორგი ღიბრაძე - კრიზისული სიტუაციების მართვის ოპერატიული ცენტრის დირექტორი. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, პრემიერის დავალებით, 2016 წლის ნოემბრიდან მუშაობს აღნიშნულ პროექტზე, ხოლო 2017 წლიდან კოორდინაციას უწევს უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)