03:40 - 14 Aug, 2026
|
2017-10-16 18:08:01, 2449 ნახვა
საზოგადოება
ახალი მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ მგზავრებს უკვე ემსახურება
ახალი მეტროსადგურით ,,სახელმწიფო უნივერსიტეტი’’, რომელიც დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გახსნა, მგზავრების უკვე ემსახურება. როგორც "ექსპრესნიუსს" მერიიდან აცნობეს, სადგურმა მუშაობა ოფიციალურად 17:00 საათზე დაიწყო. ახალი მეტროსადგური მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს განტვირთავს და საბურთალოს რაიონში არსებულ საცობებს მაქსიმალურად შეამცირებს. მეტროსადგური ,,სახელმწიფო უნივერსიტეტი’’ დღეში დაახლოებით 15 000-ზე მეტ თბილისელსა და დედაქალაქის სტუმარს მოემსახურება და სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. სამშენებლო სამუშაოები ესპანურმა კომპანია „კობრა ასიგნიამ“ შეასრულა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)