|
2017-10-16 16:46:23, 1839 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონის გამგეობამ ანგარიში წარადგინა
საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ 2014-2017 წლების გამგეობის მუშაობის ანგარიში წარადგინა. გამგებლის განცხადებით, ამ დროის განმავლობაში გზის კეთილმოწყობის სამუშაოები 142 მისამართზე ჩატარდა. მისი განცხადებით, პროექტის ფარგლებში საბურთალოს რაიონში 8 სკვერი მოეწყო, ასევე ბუკიას ბაღში ელექტრომოწყობილობების დამტენის ფუნქციით აღჭურვილი ახალი სკამი დამონტაჟდა. ბექა მიქაუტაძე 13 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებსაც შეეხო და განაცხადა, რომ აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 4 022 049 ლარი დაიხარჯა. როგორც საბურთალოს რაიონის გამგებელმა აღნიშნა, რაიონში არაერთი მნიშველოვანი კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებებიც გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)