|
2017-10-16 14:18:13, 1805 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით, „ლიბერალმა“ სპეციალური სარაგბო ჟურნალი „ჩვენი თამაში“ გამოსცა
„თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით, „ლიბერალმა“ სპეციალური სარაგბო ჟურნალი „ჩვენი თამაში“ გამოსცა. სარაგბო ჟურნალის პრეზენტაცია 15 ოქტომბერს, კაფეში „ჩარლი ლისი" გაიმართა და მას ქართველი მორაგბეები, რაგბის კავშირის წარმომადგენლები და რაგბის გულშემატკივრები დაესწრნენ. „ჩვენი თამაში" ჟურნალ „ლიბერალის" სპეციალური სარაგბო გამოცემაა, რომელიც ქართული რაგბის ისტორიის, საინტერესო ფაქტების, ადამიანების, მოვლენების და მოსაზრებების კრებულია. გიო ახვლედიანი, დათო ტურაშვილი, გიორგი კეკელიძე, ჟურნალისტებთან და რაგბის გულშემატკივრებთან ერთად გამოცემის მკითხველს საინტერესო საავტორო სვეტებით, ინტერვიუებით, პროფაილებით, ანალიტიკური სტატიებით, თვალსაზრისებით ქართულ რაგბიზე მოუყვებიან. ჟურნალის პრეზენტაციაზე სამოყვარული ფესტივალიც გაიმართა თაჩ-რაგბიში, რომელში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. დღეიდან ჟურნალის ყიდვა რაგბის გულშემატკივრებს პრესის ჯიხურებში შეუძლიათ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)