|
2017-10-16 12:20:34, 1849 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: სადგური „უნივერსიტეტი“ გახდება მაგალითი, თუ როგორ არის შესაძლებელი ურბანული ტრანსპორტის განვითარება
„იმედი მაქვს, რომ სადგური "უნივერსიტეტი" გახდება მაგალითი იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი ურბანული ტრანსპორტის განვითარება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტის" გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მეტროსადგურის მშენებლობის პროცესში 2000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. პრემიერმა მეტროსადგურის მშენებლობის პროცესში ჩართულ ყველა პირს, განსაკუთრებით კი, ინჟინრებსა და მშენებლებს, მადლობა გადაუხადა. „ამ პროექტში მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდა 84 მილიონი ლარის სახით და მადლობა აზიის განვითარების ბანკს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მეტროსადგური მთლიანად არის აღჭურვილი თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით. აქ სრულად არის დაცული უახლესი თანამედროვე სტანდარტები. დღეისთვის, თბილისის მეტროთი ყოველდღიურად მგზავრობს 350-400 ათასი ადამიანი. ამ სადგურის ამუშავება დღეში დამატებით 15 ათას ადამიანს გაუადვილებს დანიშნულების ადგილამდე მისვლას. იმედი მაქვს, რომ სადგური "უნივერსიტეტი" გახდება მაგალითი იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი ურბანული ტრანსპორტის განვითარება", - განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ხელისუფლებას თბილისთან მიმართებაში გაცილებით უფრო მასშტაბური გეგმები აქვს. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ყველა ის გეგმა, რაც ხელისუფლებას აქვს, სრულად განხორციელდება. "მთლიანად ქვეყნაში ძალიან დიდი მასშტაბის ზრდაა დაგეგმილი, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაში. მიმდინარე წელს 36%-იანი ზრდა გვაქვს ინფრასტრუქტურის პროექტებზე", - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ 2018 წელს ერთდროულად ძალიან ბევრი პროექტის განხორციელება დაიწყება. "2018 წლის მეორე კვარტლიდან ერთდროულად დაიქოქება ძალიან ბევრი პროდუქტი, რომელიც სერიოზულ დინამიკას მოუტანს როგორც თბილისს, ასევე მთელ ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წელი იქნება ძალიან მზარდი დინამიკის და სერიოზული განვითარების წელი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)