|
2017-10-14 14:06:20, 2347 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი: გილოცავთ სვეტიცხოვლობას - წმინდა სულის მადლი იყოს ჩვენზე, საქართველოზე, მთელს მსოფლიოზე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს სვეტიცხოვლობა მიულოცა. ილია მეორემ ტაძარში შეკრებილ მრევლს მიმართა და აღნიშნა, რომ "ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც შეისმენს სულიწმინდის კარნახსა". მან სრულიად საქართველო დალოცა. „წმინდა დავით წინასწარმეტყველი ამბობს, სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც შეისმენს სულიწმინდის კარნახსა და აი ჩვენ ვიმყოფებით იმ წმინდა ტაძარში, სადაც სულიწმინდა, უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანებათა აღმავსებელი, მადლი სულისა წმინდისა, უხილავად მოქმედებს ჩვენს ზედა. გილოცავთ დღევანდელს დღეს, სვეტიცხოვლობას. მადლი ყოვლად წმინდისა სულისა, სიყვარული ღვთისა და მამისა და ძისა და სულიწმინდისა, იყოს ჩვენზე, საქართველოზე, მთელს მსოფლიოზე. ჩვენთან არს ღმერთი“, - განაცხადა პატრიარქმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)