01:54 - 14 Aug, 2026
|
2017-10-14 13:03:34, 2065 ნახვა
საზოგადოება
სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის პოსტზე ჰერბერტ ზალბერი ტოივო კლაარმა შეცვალა
ევროკავშირმა სამხრეთ კავკასიაში სპეციალურ წარმომადგენელად ესტონელი დიპლომატი ტოივო კლაარი დანიშნა. შესაბამისი გადაწყვეტილება პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტმა მიიღო. ცნობისთვის, 2005-2010 წლებში ტოივო კლაარი ესტონეთში ევროკომისიის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ ტოივო კლაარი სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის თანამდებობაზე გერმანელ დიპლომატს ჰერბერტ ზალბერს ჩაანაცვლებს. შეგახსენებთ, რომ ჰერბერტ ზალბერმა ანატოლი ბიბილოვს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ეს გახდა დიდი სკანდალის საფუძველი, რის შემდეგაც ზალბერმა თანამდებობა დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)