|
2017-10-14 11:56:03, 1995 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ცხინვალის რეგიონის გამყოფ ხაზთან საირიგაციო სისტემის მოწყობის პროექტს ახორციელებს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია” ცხინვალის რეგიონის გამყოფ ხაზთან მდებარე მერეთის თემის სოფლების სავარგულების სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, საირიგაციო სისტემის მოწყობის პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მდინარე პატარა ლიახვზე გაკეთდა გვერდითი წყალაღების სათავე ნაგებობა; აშენდა ოთხი სატუმბი სადგური; მოეწყო 2 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური არხი და წყალგამშვები კვანძები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ელექტრო მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი. პროექტი, რომლის ღირებულებაც 1 700 000 ლარს შეადგენს, 2017 წლის ბოლოსთვის დასრულდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)