21:21 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-14 11:51:33, 583 ნახვა

ბირბიჩაძე: სუფთა ქალაქი, ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო - ეს ის საკითხებია, რაზეც პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე მარიჯანის ქუჩაზე მდებარე სკვერში ვაჟა-ფშაველას კვარტლების მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატი ადგილობრივი მცხოვრებლების პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მათ საარჩევნო პროგრამა  წარუდგინა. 

შეხვედრისას ხაზი გაესვა რაიონში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. როგორც გიორგი ბირბიჩაძემ აღნიშნა დედაქალაქის ახალი მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, სწორედ, ქალაქში ჯანსაღი გარემოს შექმნა იქნება, რაც თავის მხრივ, არსებული სკვერებისა და პარკების მოწესრიგებას, ახალი მწვანე სივრცეების შექმნას, მუნიციპალური ტრანსპორტის ხარისხის გაუმჯობესებას და სამშენებლო სტანდარტების დაცვაზე ზედამხედველობას გულისხმობს. 

„მე ამ რაიონში დავიბადე და გავიზარდე, ჩემი ოჯახი აქ ცხოვრობს და იმ გუნდთან ერთად, რომელიც ზურგს მიმაგრებს, ბატონი კახი კალაძის ხელმძღვანელობით,  ყველაფერს გავაკეთებ, რომ თითოეულმა აქ მცხოვრებმა თავი თბილისის ღირსეულ მოქალაქედ იგრძნოს. 2017 წელს ვაკის რაიონში 5 სკვერის კაპიტალური რეაბილიტაცია განხორციელდა, თუმცა ქალაქი ვითარდება და მოთხოვნა იზრდება, რასაც ადეკვატური რეაგირება სჭირდება მმართველი გუნდის მხრიდან. სუფთა ქალაქი, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო - ეს ის საკითხებია, რაზეც პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ,“ - აღნიშნა გიორგი ბირბიჩაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას. 
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი შეხვედრაზე შვილთან ერთად იმყოფებოდა. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
პოლონეთი აცხადებს, რომ მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა, სავარაუდოდც რუსული Kh-101-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics