|
2017-10-14 10:30:18, 1984 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი-მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციის მიღებას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის მოსახლეობას ახალი კონსტიტუციის მიღებას ულოცავს. პრემიერის შეფასებით, ეს არის თანამედროვე, დასავლური ტიპის, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული დოკუმენტი. "ექსპრესნიუსი" პრეზიდენტის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციის - ქვეყნის ძირითადი კანონის ახალი რედაქციით მიღებას. ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ვენეციის კომისიას, რომელმაც ჩვენთან ერთად დიდი შრომა გასწია საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ფორმირებაში. ვენეციის კომისიამ ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის კონსოლიდირებისა და გაუმჯობესებისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ფუნდამენტური უფლებების დაცვის პრინციპებს ეფუძნება. კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, ძლიერდება ოპოზიციის როლი და შესაძლებლობები, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)