|
2017-10-13 15:09:29, 1947 ნახვა
კომენტარი
რატიანი: ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ არსებობს ერთი შეფასება - იმედგაცრუება
„ქალბატონმა ეკამ ბესელიამ ზუსტად განმარტა რა არის იმედგაცრუება და რაზე საუბრობდა ვენეციის კომისიის პრეზიდენტი, მან თქვა, რომ იმედგაცრუებაა რასაც ის გრძნობს ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ“,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. დეპუტატის თქმით, არამხოლოდ ჯანი ბუკიკიოს გრძნობაა იმედგაცრუება, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოებაა იმედგაცრუებული. „ქალბატონო ეკა თქვენ იმაზე მეტი თქვით და იმაზე მეტი გულწრფელი იყავით ვიდრე ამის თქმა გინდოდათ. დიახ ჯანი ბუკიკიო ზუსტად მაგას გრძნობს იმ პროცესის მიმართ რაც თქვენ ჩაატარეთ. „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ ერთი შეფასება არსებობს იმედგაცრუება. ეს არამხოლოდ ჯანი ბუკიკიოს გრძნობაა. იმედგაცრუებულია ქართული საზოგადოება, მთელი პოლიტიკური სპექტრი და ის პოლიტიკური გუნდებიც, რომლებიც თქვენ გიჭერდნენ მხარს. იმედგაცრუებულია ყველა. იმიტომ რომ რეალურად თქვენ მოატყუეთ მთელი ქართული საზოგადოება, თქვენ მოატყუეთ საერთაშორისო საზოგადოება, თქვენ მოატყუეთ პოლიტიკური სპექტრი და პირველ რიგში თქვენ მოატყუეთ თქვენი ამომრჩეველი. თქვენ სრულიად უმსგავსოდ მოატყუეთ არა სხვისი ამომრჩეველი, არამედ თქვენი ამომრჩეველი. თქვენი ამომრჩეველი ტაშს გიკრავდათ, რომ უნდა გადასულიყავით პროპორციულ სისტემაზე. რატომ არ გაინტერესებთ თქვენ ის რომ საერთაშორისო საზოგადოება იმედგაცრუებულია? რატომ არ გაინტერესებთ თქვენ ის რომ თქვენი ამომრჩეველიც იმედგაცრუებულია? იმიტომ რომ თქვენ გაცვალეთ თქვენი იმიჯი და პოპულარობა ძალაუფლებაში. თქვენ აღარ გაინტერესებთ თქვენი იმიჯი, თქვენ გაინტერესებთ მხოლოდ ძალაუფლება და ამ ძალაუფლების მოსაპოვებლად ისეთი რამეები ჩაწერეთ ამ კონსტიტუციაში, რომ უბრალოდ სირცხვილია. პოპულიზმის უმსგავსო ფორმებია, როდესაც თქვენ ვითომ ქართული მიწის სიყვარულით აუკრძალეთ საქართველოს მოქალაქეს გაეყიდა მიწა და ფაქტობრივად შეზღუდეთ კერძო საკუთრება. გააკეთეთ საბჭოთა მარქსისტული წესით, აუკრძალეთ კონკრეტულ პირებს და შემდგო გადაეცით სახელმწიფოს“,-აღნიშნა რატიანმა.
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
მოსამართლე მაღალჩინოსნების შეურაცხყოფის ასკ-ის მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)