|
2015-01-15 18:00:46, 1950 ნახვა
საზოგადოება
ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდის თანამშრომლები კამპანიას „ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“ შეუერთდნენ
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის თანამშრომლები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს მიერ დაწყებულ კამპანიას „ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“ შეუერთდნენ. სახელმწიფო ფონდის გუნდმა კამპანიისთვის 3 მთავარი გზავნილი შეარჩია: C ჰეპატიტი განკურნებადია!, იყავი ინფორმირებული! და იყავი დაცული!. მათ აღნიშნულ აქციაში მონაწილეობისთვის სამი ადამიანი - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი მარინა მესხი და მისი მოადგილე ლაშა ჯინჯიხაძე და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდის“ ხელმძღვანელი ნინო თოდუა აქციაში მონაწილეობისთვის გამოიწვიეს. როგორც ცნობილია, 14 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის, საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, გამოხატონ სოციალურ ქსელში საკუთარი მოსაზრება და მიწერონ სამინისტროს 3 გზავნილი თუ როგორ შეიძლება C ჰეპატიტის დამარცხება. აქციაში ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთნენ. 2015 წელი მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის C ჰეპატიტთან ბრძოლის წელი იქნება. უპრეცედენტო პროექტი თებერვლის დასაწყისში დაიწყება და მისი მიზანი არა მარტო მედიკამენტის მიწოდება, არამედ სწორი დიაგნოსტიკა-მკურნალობა იქნება. რაც პირველ რიგში დაავადების პრევენციას, დაავედებულთა სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფასა და სერვისების მაქსიმალურად მაღალი ხარისხით მიწოდებას გულისხმობს.
აშშ-მ ოფიციალურად დაიწყო ოპერაცია „გარიყული ეკონომიკა“ ირანის წინააღმდეგ
ყაველაშვილის ცოლმა კიევში, ომის ფონზე შვიდ მარადიულ საყრდენზე ისაუბრა
ISW: პუტინმა ომის დაწყებიდან დონბასის აღების ბოლო ვადა 15-ჯერ გადადო
უკრაინამ, შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ერთად, რუსეთთან ომის დასრულების ახალი გეგმა შეიმუშავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინამ, შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ერთად, რუსეთთან ომის დასრულების ახალი გეგმა შეიმუშავა
ზელენსკიმ განმარტა, თუ სად გაგზავნის პუტინი 300 ათას ახლად მობილიზებული ჯარისკაცს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)