01:54 - 14 Aug, 2026
|
2017-10-12 18:31:42, 1896 ნახვა
საზოგადოება
ლევან იზორიას პირველი მოადგილე ნიდერლანდების სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ნიდერლანდების სამეფოს სპეციალურ წარმომადგენელს კონტრტერორიზმის საკითხებში ალე დორჰუტს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ნიდერლანდების სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ ჰოლანდიის დელეგაციის წევრებს „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავაც ესწრებოდა. შეხვედრა საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) ფარგლებში გაიმართა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)