|
2017-10-12 18:06:19, 1794 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია ჯეიმს აპატურაის შეხვდა
ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორიამ ნატოს წარმომადგენელს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ალიანსის სტრატეგიული პარტნიორი დემოკრატიულ ფასეულობებსა და საერთო უსაფრთხოების ძალისხმევას იზიარებს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობას 2018 წელს გააგრძელებს. ჯეიმს აპატურაიმ ქართულ მხარეს საერთაშორისო მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების იმპლემენტაციის პროცესს და ნატოს გაძლიერებას შავი ზღვის რეგიონში. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, საქართველომ ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის კონკრეტული შეთავაზებები შეიმუშავა. თავდაცვის მინისტრმა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს უწყებაში განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ტრანსფორმაციის პროცესი ნატოს სტრატეგიული მიზნებისკენ - თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებასა და შეკავების პოლიტიკისკენაა მიმართული. ჯეიმს აპატურაიმ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს მხარდაჭერა აღუთქვა: „თავდაცვის სამინისტრომ, მინისტრის ხელმძღვანელობით, ფუნდამენტალური რეფორმები განახორციელა. ეს რეფორმები ნამდვილად ძალიან წარმატებულია. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს, რომელსაც მხარს უჭერენ მოკავშირეებიც ორმხრივ ფორმატში. ნატო-საქართველოს თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს, როგორიცაა არსებითი პაკეტი, სწავლებები, მომავალი თანამშრომლობა შავი ზღვის ფორმატში. ბევრი მიმართულებით ვთანამშრომლობთ და ხშირად ვამბობ - ბევრი ნატო საქართველოში და ბევრი საქართველო ნატოში და ეს ნამდვილად ასეა. ველოდებით ნატოს მინისტერიალებს, მომავალ წელს კი, ნატოს სამიტს. ეს ყველაფერი ხელს შეგვიწყობს წინ წავიწიოთ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.
(NS)
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)