|
2017-10-12 12:13:15, 1734 ნახვა
კომენტარი
მეხრიშვილი: ვიმედოვნებ, პროკურატურა ჩვენს მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვას არ მოითხოვს
მამა გიორგი მამალაძის სახაზინო ადვოკატის პაატა მეხრიშვილის განცხადებით, ამ დრომდე მათი გამოკითხვის პროცედურა ნებაყოფლობითი იყო, ახლა კი, უფრო რთული პროცესი იწყება. კერძოდ, მეხრიშვილის განმარტებით, პროკურატურამ ახლა შესაძლოა, სასამართლოს მიმართოს და ადვოკატების მაგისტრი მოსამართლეების წინაშე დაკითხვა მოითხოვოს. მეხრიშვილი იმედოვნებს, რომ პროკურატურა მათი დაკითხვის თაობაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ასევე იმედი აქვს, რომ მართლმსაჯულება არ დაუშვებს, მოწმის სახით მიიწვიოს ადვოკატები სასამართლოში. „ჩვენ გვავალდებულებს კანონი, არ გავთქვათ კონფიდენციალური ინფორმაცია. იმედია, პროკურატურა არ მიიღებს გადაწყვეტილებას ჩვენი დაკითხვის თაობაზე და თუ ასე არ მოხდა, იმედი მაქვს, მართლმსაჯულება არ დაუშვებს, მოწმის სახით მიგვიწვიოს სასამართლოში დასაკითხად. დიდი იმედი მაქვს პროკურატურის და ყველაზე დიდი იმედი მაქვს სასამართლოსი, რომ არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაკითხვის თაობაზე“,-განაცხადა მეხრიშვილმა. შეგახსენებთ, პროკურატურამ, მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გამოძიება დაიწყო. „ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედია-საშუალებებში არაერთხელ გავრცელდა მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის მასალები. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაწყებულია გამოძიება. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს პროკურატურა“,-აღნიშნავენ მთავარ პროკურატურაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)