11:44 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-12 12:06:02, 2253 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის საგარეო: თბილისისა და ნატო-ს თანამშრომლობის გაღრმავება რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 10-11 ოქტომბერს ჟენევაში გამართული, ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ კონსულტაციების მორიგი რაუნდს ეხმაურება.

როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, მოლაპარაკებების დროს რუსეთის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული დოკუმენტის გაფორმება.

"თბილისისა და NATO-ს თანამშრომლობის გაღრმავება რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება. წელს ზაფხულსა და შემოდგომაზე საქართველოში გამართულ წვრთნებზე რეკორდული რაოდენობის სამხედროები და ტექნიკა იყო წარმოდგენილი. მანევრებს ესწრებოდნენ NATO-ს ცალკეული ქვეყნების ემისრები, რითაც ხაზი გაესვა წვრთნების ანტირუსულ ხასიათს და მათ მნიშვნელობას ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციისთვის. მსგავსი ქმედებები ჟენევის დისკუსიების მიზნებს ეწინააღმდეგება, ფორმატის არსებობას აზრს უკარგავს და რეგიონში დაძაბულობას ქმნის. გარდა ამისა, მიუღებელი და პროვოკაციული იყო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რეზოლუციის მიღება იყო", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟენევის დისკუსიის ყველა მონაწილემ, საქართველოს გარდა, აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზთან სიტუაცია სტაბილური და პროგნოზირებადია.

"გამშვები პუნქტები ფუნქციონირებს გამართულად, ხოლო ინციდენტების რაოდენობა საშუალო სტატისტიკურ მონაცემებსაც არ ცდება. აღსანიშნავია, რომ ავტობუსების გადაადგილებამ გალის რაიონში ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა შეამსუბუქა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, აფხაზეთში მიიჩნევენ, რომ საქართველოსა და მისი მოკავშირეების მხრიდან რეგიონის ხელოვნური იზოლაცია ხდება, რაც ე.წ. აფხაზური პასპორტების "არაღიარების გზით ხორციელდება".

ამასთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ყურადღება საოკუპაციო ზოლთან უცხოელი პოლიტიკოსების ხშირ სტუმრობაზე გაამახვილეს, რაც მათი მტკიცებით, "ვითარებას ძაბავს".

დისკუსიის დასასრულს მონაწილეები ჰუმანიტარული საკითხების გადასაჭრელად გზების ძიებაზე შეთანხმდნენ. ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი დეკემბერში გაიმართება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჰუმანიტარული დახმარების განაწილების დროს რუსებმა ზაპოროჟია დაბომბეს 29 დაიღუპა 48 ადამიანი დაკარგულად ითვლება
არასრულწლოვანს ფიზიკური ძალადობით, მოწყალების თხოვნასა და დღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ -დაკავებულია ორი პირი - ვიდეო
აშშ-ში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ბედსაც გადაწყვეტს
კობახიძე ბრიუსელში „ევრონიუსის" ორგანიზებით დაგეგმილ სამიტზე მიდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics