10:46 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-12 12:00:20, 1978 ნახვა

კომენტარი
ლევან იზორია: საქართველომ მსოფლიოსა თუ რეგიოში არსებული საფრთხეები სწორად გაიაზრა

მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული ადეკვატური და დროული რეფორმები საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოხსენების მთავარი თემა იყო. ლ

ევან იზორია სიტყვით ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის პირველ პანელზე - „ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ“ გამოვიდა და თავდაცვის სამინისტროში გადადგმულ იმ ნაბიჯებზე გააკეთა აქცენტები, რაც შეკავების პოლიტიკისა და მდგრადობის უზრუნველყოფისთვისაა საჭირო.

ამ მხრივ მინისტრმა სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის შემუშავებაზე, ტოტალური თავდაცვის კონცეფციაზე, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზე, ეროვნული თავდაცვის გეგმის შემუშავებაზე, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მრავალეროვნულ წვრთნებსა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.

მოხსენების ბოლოს ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ საქართველომ სწორად გაიაზრა მსოფლიოსა თუ რეგიოში არსებული საფრთხეები, ადეკვატური რეაგირება მოახდინა მათზე და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უელსისა და ვარშავის სამიტებზე მიღებული გადაწყვეტილების სტრატეგიულ მიმართულების - შეკავების პოლიტიკის თანამონაწილეა.

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს-მ აბაშაში დააკავა კაცი, რომელმაც სანადირო თოფით გასროლით მეზობელი დაჭრა
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics