|
2017-10-11 17:36:33, 2091 ნახვა
საზოგადოება
მიტროპოლიტ იოანეს ინფორმაციით, საპატრიარქო იმსჯელებს, შეუჩეროს თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძეს მღვდელმსახურება
„რადგან მამა გიორგისთან დაკავშირებით სასამართლო დასრულდა, საპატრიარქომ საკითხი ეკლესიის კანონის მიხედვით უნდა განიხილოს“, - ამის შესახებ რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, განხილვის შემდეგ გადაწყდება, შეუჩერდება თუ არა მღვდელმსახურება დეკანოზ გიორგი მამალაძეს. „რადგან მამა გიორგისთან დაკავშირებით სასამართლო დასრულდა და განაჩენი გამოტანილია, საპატრიარქო ეკლესიის კანონების მიხედვით განიხილავს საკითხს. ეკლესიას აქვს თავისი სამართალი, სჯულის კანონი, სადაც განხილულია ყველა ის შემთხვევა, რაც ისტორიულად არის ცნობილი. ამ გამოცდილების საფუძველზე, მოხდება განხილვა - მისი მღვდელმსახურების გაგრძელების თუ შეჩერების“, - განაცხადა მიტროპოლიტმა იოანემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)