15:55 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-11 17:19:03, 623 ნახვა

პრეზიდენტი ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-11კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

კონფერენციაზე განსახილველ თემებს შორისაა: ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ, ცვალებადი უსაფრთხოების გარემო შავიზღვის რეგიონში, ჰიბრიდული და ასიმეტრიული საფრთხეები და ევროპული უსაფრთხოების მომავალი.

კონფერენცია გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, საერთაშორისო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოებისწარმომადგენლებს უმასპინძლებს, რომლებიც ინტერაქტიული პლენარული სხდომებისა და ღია დისკუსიების ფორმატშიერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს დღევანდელი საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებულიუმნიშვნელოვანესი გამოწვევების შესახებ.

კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდება, რომელიც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისკონფერენციაში მონაწილეობისათვის ეწვია.

გიორგი მარგველაშვილი ასევე შეხვდება ევროკავშირის საგარეო საქმეთა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნისმოადგილეს, პოლიტიკურ დირექტორს ჟან-კრისტოფ ბელიარს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics