|
2017-10-11 17:13:07, 811 ნახვა
გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლემ, ლეილა მუსტაფაევამ საქართველო დატოვა
თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლემ საქართველო დატოვა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ჟურნალისტის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა განუცხადა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მუსტაფაევა სხვა ქვეყანაში გაემგზავრა. კითხვაზე - რა გახდა მუსტაფევას მიერ საქართველოს დატოვების მიზეზი, ჩოფიკაშვილმა აღნიშნა, რომ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.. საქმე სავარაუდოდ, ლეილა მუსტაფაევაზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებს უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან მიმდინარე წლის 29 მაისს გაიტაცეს. მოგვიანებით ის აზერბაიჯანის საზღვარზე "დააკავეს". მას ბრალი 3 მუხლით ედება: საზღვრის უკანონო გადაკვეთა, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და კონტრაბანდა. მას არადეკლარირებული 10 ათასი ევრო აღმოუჩინეს ჯიბეში. ამჟამად მუხთარლი აზერბაიჯანში წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იმყოფება. საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანელი რედაქტორის გათავისუფლებას მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ მუხთარლი ოჯახთან ერთად საქართველოში 2 წლის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად. როგორც ის აცხადებდა, ამის მიზეზი აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან მასზე ზეწოლის განხორციელება გახდა.
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)