18:24 - 23 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-01 11:12:43, 591 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა მთავრობის პარლამენტში წარდგენა ერთი კვირით გადადო

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა  მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა ერთი კვირით გადადო. 

ამის შესახებ მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა პრემიერს და პარლამენტს მივცე შესაძლებლობა, უფრო მშვიდ ვითარებაში ჩამოყალიბდნენ მთავრობის შემადგენლობის თაობაზე.  მე ვიყენებ ამ შემთხვევაში კონსტიტუციით მონიჭებულ ერთადერთ შესაძლებლობას და ერთი კვირის ვადით გადავდებ იმ ხელმოწერას, რომელიც უნდა დამესვა მთავრობის სიაზე. მე იმედი მაქვს, რომ ამ ერთ კვირაში, ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა მშვიდ გარემოში მიიღებს დაბალანსებულ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა მარგველაშვილმა. 

პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. 

მან პრეზიდენტსა და პარლამენტს თხოვნით მიმართა, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადება დაჩქარებულ რეჟიმში მოხდეს. 

პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე მთავრობისთვის ხელახლა ნდობის გამოცხადების საკითხის გატანა ხვალ იგეგმებოდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ მოსკოვის საჰაერო სივრცის ბლოკადა განაახლა, რის შედეგადაც ოთხივე აეროპორტი მუშაობას წყვეტს
68 წლის შერონ სტოუნმა 34 წლის შემდეგ ხელახლა განასახიერა „ძირითადი ინსტინქტის“ ლეგენდარული სცენა
საფრანგეთში არეულობების შემდეგ Hermès-ი ბუტიკებში უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს
თავის ახალ სამშვიდობო გეგმაში აშშ-მ მოსკოვს შესთავაზა დონბასში დემილიტარიზებული ზონის შექმნა, უკრაინის მიერ ნატოზე უარის თქმა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics