|
2017-10-10 19:08:02, 2178 ნახვა
პოლიტიკა
ნატო-ს შემფასებელთა ჯგუფი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა
9-10 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტად მყოფმა ნატოს შემფასებელმა ჯგუფმა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში, საქართველოს 2017 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა საკონსტიტუციო რეფორმაზე, 21 ოქტომბერს დაგეგმილ მუნიციპალურ არჩევნებზე, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცების, მართლმსაჯულების განვითარების, ქვეყნის უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების და ასევე, აღნიშნული დოკუმენტით განსაზღვრულ სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე. 2017 წლის წლიური ეროვნული პროგრამის იმპლემენტაციის თვითშეფასების დოკუმენტისა და აღნიშნულ შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, წლის ბოლოს, ნატოს შემფასებელი ჯგუფი შეიმუშავებს და წარადგენს შეფასების დოკუმენტს. აღნიშნულ დოკუმენტში აისახება 2017 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შესრულების მდგომარეობა და ნატო-ს შესაბამისი რეკომენდაციები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)